ტრამპის “ვაქცინაცია”

დონალდ ტრამპი დიდი რაოდენობით თანხებს სთავაზობს გერმანულ კომპანიებს, კორონა ვირუსის ვაქცინის შესაქმნელად.

 

 

ტრამპის ადმინისტრაცია გერმანულ სამედიცინო კომპანიებს უზარმაზარი რაოდენობის თანხას ჩაურიცხავს კოვიდ-19 თან საბრძოლველად, ამბობს გერმანული გაზეთი «Die welt». საუბარია ბიოფარმაცევტულკომპანია CureVac-ზე, რომელიც არამარტო გერმანულიფარმაცევტული ინდუსტრიის სულისჩამდგმელია, არამედ მთელს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე განვითარებული კომპანიაა.

 

ერთი შეხედვით,ცუდი იმაში არაფერია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ღიად უცხადებს სრულ თანადგომას და ფინანსურ დახმარებასიმ კომპანიებს, რომლებიც მოწინავეებად ითვლებიან მსოფლიოს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.

 

თუმცა, ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა იმის მაგალითი, რომ დახმარებას ძირითადად მაშინ აგზავნიან, როდესაც სარგებელს ელიან. მაგალითად ასი წლის წინანდელი ე.წ მარშალის გეგმა, რომელმაც მიწასთან გასწორებული ევროპა, კრიზისიდან ამოიყვანა.

 

დღევანდელი მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება 100 წლის წინანდელისგან, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ რეალობა, ჩვენს შემთხვევაში, უფრო ფატალურია. დონალდ ტრამპი წარმოუდგენელ თანხას გადაუხდის კომპანიას რომელიც განავითარებს კორონა ვირუსის ვაქცინას, მხოლოდ ერთი პირობით, ვაქცინა პირველ რიგში ამერიკის მოსახლეობას უნდა მოხმარდეს. ეს კი იმას ნიშნავს იმას რომ ვაქცინა ოფიციალურად გააძლიერებს ამერიკის გიგანტურ ეკონომიკას.

 

გერმანიის მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს პროცესებს, რომლებიცგერმანიაში შექმნილ ვაქცინას ამერიკის განკარგულების ქვეშ მოახდენს. აცხადებს გერმანული გაზეთი Die Welt.

 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს მანევრი მიუღებელი იქნება გერმანიის მთავრობისთვის, და რომ CureVac კომპანია შექმნის ვაქცინას მთელი მსოფლიოსთვის და არა ერთეული ქვყნებისთვის.

 

 

 

წყარო: www.theguardian.com

ავტორი: გიორგი ღონიაშვილი

2020-03-18T14:05:02+04:00მარტი 18th, 2020|