ტრამპი ობამასა და ბაიდენს 2009 წელს “ღორის გრიპის” წინააღმდეგ არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს

პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საუბრისას, ობამასა და ბაიდენის არაეფექტურ მუშაობას აღნიშნავს და 2009 წელს ღორის გრიპის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ტრამპის თქმით, ბაიდენს,  სიტუაციის მართვა ევალებოდა, მან კი სათანადოთ ვერ გაართვა თავი და ღორის გრიპის გამწვავებაში მიუძღვის ბრალი, დღევანდელი სიტუაცია გაცილებით უკეთ და წარმატებულად მართვადია სახელმწიფოს მიერ.

ტრამპი იშველიებს 2009 წლის H1N1-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას და პასუხისმგებლობას მთლიანად ბაიდენს აკისრებს. დღევანდელი მონაცემებით სიტუაცია გაცილებით უფრო სტაბილურია და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პანდემიასთან საუკეთესო გზებით ბრძოლისათვის და დროულად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის.

თუმცა სიტუაცია სულ სხვაგვარად იყო, არც ბაიდენი ხელმძღვანელობდა H1N1-თან ბრძოლის პროგრამას და არც ობამას უმოქმედობა ექვემდებარება სიმართლეს.

ობამას ვირუსის გავრცელებიდან 6 თვის შემდეგაც კი არ გამოუცხადებია კრიტიკული მდგომარეობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დახმარების მობილიზება, თუმცა არც ტრამპმა მიიღო მსგავსი ზომები  სახელდახელოდ და დაუყონებლივ.

აღსანისნავია, რომ დღევანდელი ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ღორის გრიპის დროს იყო. მართალია 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 20000-ზე მეტი იქნა ჰოსპიტალიზირებული, თუმცა ეს მონაცემები 6 თვის განმავლობაში დაფიქსირდა, დღევანდელი მდგომარეობით კი კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა რამდენიმე კვირაში შესაძლოა 20000-ს მიაღწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე, კორონა ვირუსის გავრცელების დონე გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბურია და საჭიროებს სწრაფ რეაგირებასა და საზოგადოების მობილიზებას.

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე

წყარო: ვაშინგტონპოსტი

 

2020-03-14T01:10:19+04:00მარტი 14th, 2020|