შეერთებულ შტატებში ქალმა ტყუპები გააჩინა სხვადასხვა დღეებში, თვეებში და წლებშიც კი და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ისინი 15 წუთის სხვაობით დაიბადნენ,-ამის შესახებ People-ი იტყობინება.

ბიჭი ალფრედო და გოგონა ეილინი კალიფორნიაში დაიბადნენ. მათი დედა, ფატიმა მადრიგალი, ახალი წლის ღამეს მივიდა სამშობიარო სახლში და შემდგომში გაირკვა, რომ ბიჭი დაიბადა 2021 წლის 31 დეკემბერს საღამოს 23:45 საათზე, ხოლო მისი და 2022 წლის 1 იანვარს, შუაღამისას.

ალფრედო 2,7 კგ წონით დაიბადა, ეილინი კი 2,6 კგ.

სამშობიაროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია  და  2 მილიონში ერთხელ თუ ხდება. ექიმმა, რომელმაც მშობიარობა მიიღო,  ტყუპების დაბადებას უწოდა “ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მშობიარობა ჩემს კარიერაში”.

ახლა და-ძმას დაბადების დღის აღნიშვნა სხვადასხვა დღეებში და თვეებშიც მოუწევს და ალფრედოს შეეძლება “წლის” მიხედვით თავს უფროსი უწოდოს.

„ჩემთვის სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან, მაგრამ დაბადების დღეები განსხვავებული აქვთ. მიკვირს, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილი შუაღამისას დაიბადა“, – თქვა შვილების დედამ.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე