მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი წესებისა და გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას.

მისივე თქმით, თუ ვითარება გართულდება, ჩვენ ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს.

„ამ ეტაპზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა უკვე გვაქვს შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ერთი შემთხვევა, აქამდე მსგავსი პრაქტიკა არ გვქონია. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებს შედარებით ადრე ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ და არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რადგან ეს პირდაპირი წინაპირობაა, რომ ხვალ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულდეს. თუ ვითარება გართულდება, ჩვენ ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს, რაც არავის უნდა და პირველ რიგში ჩვენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, კომენდანტს საათი და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ჩაკეტილი იყო 4 დიდი ქალაქი და აკრძალული იყო ავტმობილით გადაადგილება.

27 აპრილიდან ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დაწესებული აკრძალვები სიტუაციის შესაბამისად მოიხსნება.

 

წყარო: pia.ge