მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ უკრაინული ტელეარხის, უკრაინა24–ის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ეხებოდა. გვარამიას დაუსვეს კითხვა, როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაზე.

“თქვენ საუბრობდით თქვენს ქართველ პარტნიორებზე. მინდა გითხრათ, რომ უკრაინას საქართველოს ხელისუფლებაში პარტნიორები არ ყავს. საქართველოს ხელისუფლებაში პარტნიორები ყავს პუტინს და რაც იქნება დაკავშირებული ანტიპუტინურ ქმედებებთან, ხან სააკაშვილის, ხან სხვა პოლიტიკური თუ სხვა ფიგურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლება პარტნიორი არ იქნება. იმიტომ რომ საქართველოში დამყარებულია ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს არის რუსეთის ოფიციოზთან, უფრო ახლოს ვიდრე პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე, როგორც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. საქართველო ოლიგარქიული ქვეყანაა. ის შორს არის დემოკრატიისგან. ის, რომ  საქართველოში არის მედია, ერთი თუ ორი არხის დამსახურებაა, პირველ რიგში  ჩვვენი არხის, რომელიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხია. ჩვენ  მუდმივი პრესის ქვეშ ვართ – ფინანსური, სამართლებრივი. ორჯერ დამაპატიმრეს ივანიშვილის მმართველობის დროს და ახლაც გამოძიება მიდის ჩემს წინააღმდეგ.

რაც არ უნდა თქვან ახლა იმ ცხრა წელზე, ეს არის საქართველოს ისტორიის საუკეთესო პერიოდი არა მხოლოდ ჩემი მორალური შეხედულებებიდან, ან რაიმე სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ ციფრებიდან გამომდინარე, რომლებიც არ ტყუიან. ჩვენი ეკონომიკა ათჯერ გაიზარდა და ყველაფერი სხვაც იყო ისე, როგორც ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში, ზოგიერთი მიმართულებით უკეთესადაც კი. ვიცი, რომ ეს უკრაინას აკლია. “– თქვა გვარამიამ.

სტუდიიდან იყო რეპლიკა იმის შესახებ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არა პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობას, არამედ სახელმწიფოსთან ურთიერთობას გულისხმობს, რომელსაც ამ მომენტში ამჟამინდელი ხელისუფლება წარმოადგენს.ამ რეპლიკაზე სააკაშვილი პასუხობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უკრაინის მხარდამჭერი არასოდეს იქნება, რადგან ის რეგიონში პუტინის მთავარი მოკავშირეა:

“გაგიგიათ თუ არა ოდესმე საქართველოს ხელისუფლებისგან რამე ყირიმის ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან?

ივანიშვილი არასოდეს არაფერს იტყვის პროუკრაინულს, იმიტომ რომ ის არის მთავარი, და სომხეთის რევოლუციის შემდეგ უკვე ერთადერთი რეჟიმი ამ რეგიონში, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს.

საშუალოსტატისტიკური ქართველი არ შეიძლება ცუდად აფასებდეს ქართველი პოლიტიკოსის, ეთნიკური ქართველის დანიშვნას ასეთ მაღალ პოსტზ იმ ქვეყანაში, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და რომელიც ძალიან მეგობრული ქვეყანაა საქართველოსთვის საშუალოსტატისტიკური ქართველის აღქმით და არა ხელისუფლების აღქმით.

მეორე: ამ ქვეყანაში სააკაშვილს მოწინააღმდეგეებიც ყავს და მომხრეებიც. ქართველები, როგორც არ უნდა იყვნენ განწყობილი სააკაშვილის მიმართ, ეს არის ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი დღეისათვის, და მთლიანად, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული. ეს არ არის მხოლოდ ქართული დონის და მაშტაბის პოლიტიკოსი და არც მხოლოდ უკრაინულის. ყველა ქართველს ახსოვს, რომ სააკაშვილის დროს ქვეყანა უკეთ ცხოვრობდა, სააკაშვილი ძალიან დიდი მაშტაბის პოლიტიკოსია და ის მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ეს არის რეფორმატორი ადამიანი.

როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, როცა ხელისუფლება ოპოზიციურ მედიას აპატიმრებს. ვინ აღიარებს მსოფლიოში ქართულ სასამართლოს. ყველა პოლიტიკოსი, რომლების წინააღმდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და რომელიც საქართველოს ფარგლებს გაარეთ იმყოფება, არცერთმა ქვეყანამ არ გადმოსცა საქართველოს, არ ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად. არცერთი ექსტრადიცია არ ყოფილა. ასე მოიქცა უკრაინაც.

თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც 24 საათი მუშაობს, შეუძლია რეფორმების გატარება და არც მთავარია არ ეშინია და მისი ყიდვა არ შეიძლება, მაშინ აირჩიეთ სააკაშვილი.“– განაცხადა გვარამიამ.

Ніколас Гварамія про Україну, Грузію, Путіна та реформи

Один з найпопулярніших журналістів Грузії, Ніколас Гварамія, про Україну, Грузію, Путіна та реформи–Один из самых популярных журналистов Грузии, Николас Гварамия, о Грузии, Украине, Путине и реформах

Geplaatst door Mikheil Saakashvili op Vrijdag 1 mei 2020