თუ რაიმე სასიკეთო ცვლილება გვინდა ამისთვის ჯერ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ

სანამ კიდევ მაქვს გამონათქვამებში თავისუფლების ფუფუნება, უნდა ვთქვა.
მთავარი მოთხოვნა, რომელმაც საარჩევნო სისტემა მეორე პლანზე გადააჩოჩა, გახლავთ პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
პირადად მე, არ გამაჩნია იმის ილუზია, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია არჩევნებში გამარჯვების გარეშე. საერთოდ თუ რაიმე სასიკეთო ცვლილება გვინდა ამისთვის ჯერ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. თუ ამაზე ვთანხმდებით, მაშინ ამიხსენით რატომ ჯობია ვიბრძოლო გამარჯვებისთვის უარესი პოზიციიდან (77/73-ზე) და არ დავეთანხმო ხელისუფლებას უკეთეს ვარიანტზე (მაგ 120/30-ზე) ? არანაირი ვაჭრობა სკამებისთვის ეს არ გახლავთ, როგორც ამას საკუთარი ამომრჩევლით დაშინებული ზოგიერთი პოლიტიკოსი გვიმტკიცებს, არამედ ეს არის არჩევნებზე უკეთესი პოზიციის მოპოვება.
და თუ იმის რწმენა არსებობს, რომ ძველი სისტემითაც მოუგებს ოპოზიცია ხელისუფლებას, მაშ რაღა საჭირო იყო ეს მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემაზე ? უბრალოდ მოვიგოთ და გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები.
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მამუკა გამყრელიძე.
2020-03-03T16:26:44+04:00მარტი 3rd, 2020|