“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიცია არ შეიქმნება, ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას გამორიცხავს.

“თუ “ნაციონალურ მოძრაობას” და მით უფრო მიხეილ სააკაშვილს, დასჭირდება მხოლოდ ჩემი ხმები იმისათვის, რომ კოალიცია შექმნას, რა თქმა უნდა, ისინი ამ ხმებს ვერ მიიღებენ. ჩემი ხმები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ მიცემული, თუ იქნება მრავალპარტიული, ამას ხაზს ვუსვამ — მრავალპარტიული კოალიცია, სადაც შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობაც”. მაგრამ ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამორიცხულია”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” ბურჯანაძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,  დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

წყარო