თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე მომხდარში სხვებთან ერთად გიორგი (ჟორიკა) რურუას ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

 

წყარო