თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსი 81 წლის ქალს დაუდასტურდა.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბეროზაშვილი ამბობს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ჯერჯერობით მისი სუნთქვის პარამეტრების მოწესრიგება აპარატის გარეშე ხერხდება. ის არის ხანდაზმული, თანმხლები მძიმე პათოლოგიებით. ეს ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დადასტურების მერე შემთხვევაა“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.