“თავისუფალი ზონა” ულოცავს ბატონ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის   რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას და მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს უკრაინის წარმატებულ სახელმიფოდ ფორმირების გზაზე.

რუსეთის მხრიდან წარმოებული ომი, მიტაცებული ტერიტორიებიები, კორუფცია, პანდემია, სიღარიბე, ტოტალური უმუშევრობა და სხვა უამრავი პრობლემა ჩვენი საერთო გამოწვევებია, ამ გამოწვევების გამკლავება კი ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება.

“უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა” – ეს სიტყვები მაიდანის ურთულეს დღეებში “თავისუფალი ზონის” ლოზუნგი იყო, ეს სიტყვები აქტუალურია დღესაც, გამარჯვების გზა უკრაინის მომავალია, გამარჯვების გზა საქართველოს მომავალია და დარწმუნებული ვართ, ამ გზაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წვლილი განუზომლად დიდი იქნება.

 

“თავისუფალი ზონის”  თავმჯდომარე თორნიკე დარბაისელი