ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ Neuralink-მა, ილონ მასკს უჩვენა თუ,  მაიმუნი სახელად პეიჯერი როგორ თამაშობს ვიდეოთამაშს, თავის ტვინში ჩადებული ნეიროიმპლანტის დახმარებით. შესაბამისი ვიდეო გამოჩნდა სტარტაპის YouTube არხზე.

 

9 წლის მაკაკამ პირველად ისწავლა ვიდეოთამაშების თამაში გეიმპადის გამოყენებით. წარმატებისთვის მას ლითონის მილის საშუალებით გადასცეს ბანანის სმუზი. ამავე დროს, იმპლანტირებული ელექტროდების დახმარებით, წაიკითხეს მისი ტვინის აქტივობა.

 

შემდეგ მაიმუნს ჯოისტიკი წაართვეს და პინგ-პონგის სიმულატორი ჩართეს. პეიჯერმა გონების ძალით თამაში დაიწყო იმპლანტირებული ნერვული ძაფების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებმა დააჩქარეს თამაში, მაკაკას ერთი ბურთიც არ გაუშვია.

 

ჩიპი პეიჯერს, ვიდეოს გადაღებამდე ექვსი კვირით ადრე ჩაუდგეს.

 

 

იხ. ვიდეო:

 

 

 

ამერიკელმა გამომგონებელმა და მილიარდერმა ელონ მასკმა გასული წლის აგვისტოში წარმოადგინა Neuralink ჩიპი.

 

2021 წლის თებერვალში ჩიპი წარმატებით ჩადგეს მაიმუნის ტვინში.

 

 

 

თამო თავხელიძე