თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

კომ­პა­ნია Tesla-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი. გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ილონ მას­კი ამ­ბობს, რომ 5 წე­ლი­წად­ში ენე­ბი სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა და მათ მხო­ლოდ “სენ­ტი­მენ­ტე­ბის გამო“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Independent აქ­ვეყ­ნებს. მას­კის თქმით, ის მუ­შა­ობს ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლი­წად­ში ენებს გა­მო­უ­სა­დე­გარს გახ­დის. მე­ტყვე­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა/

“ინ­დე­ფენ­დენ­თის“ ცნო­ბით, Tesla-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­და­ცე­მა­ში The Joe Rogan Experience – ისა­უბ­რა. მას­კი იმე­დოვ­ნებს, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­ხე­ლად Neuralink ადა­მი­ა­ნის ტვინს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ეს არის ერ­თგვა­რი ჩიპი, რო­მე­ლიც ელე­მენტზე მუ­შა­ობს და მისი ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლა­ში იმპლან­ტი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ჩი­პის ელექტრო­დე­ბი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ტვინს.

მას­კის თქმით, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

“ჩიპს წვდო­მა ექ­ნე­ბა ტვი­ნის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­თან და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მხედ­ვე­ლო­ბაც კი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ასე­ვე ის გა­ას­წო­რებს ყვე­ლა ხარ­ვეზს, რაც ტვინს აქვს“, – ამ­ბობს მას­კი.

წყარო: ambebi.ge