19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ახლობელი ნიკა ჯაჭვაძე საუბრობს.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხიდიდან გადავარდა და შემდეგ მდინარესთან თავად მივიდა, რადგან გადავარდნის შემდეგ მას ისეთი დაზიანებები მიადგებოდა, მდინარემდე დამოუკიდებლად მისვლას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.

„მე პირადად ვერ შევძელი იქ ასვლა, ვერანაირად ვერ ვაიძულე ჩემს თავს, რომ ავსულიყავი ზევით, მაგრამ ბიჭები, ვინც იყვნენ ასულები, ისინი იძახიან, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული და ძალიან ისეთი დაზიანებები აქვს მიყენებული, ოღონდ თავის ქალის გატეხვა რამის ჩარტყმას უკავშირდება თუ გადავარდნას ან დაცემას, მაგაზე კომენტარს ჩვენ ვერც ვაკეთებთ და ვერც რაიმე აზრს ვაფიქსირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ვარიანტიც შეიძლება იყოს და მეორეც.,

ყურის არ ქონის ვერსია არ ვიცი, ვერ გეტყვით… ჩემთან გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ დიდი ხანი რახან იყო წყალში, იყო ის ვერსიებიც, რომ თევზებს მიეყენებინათ პატარა-პატარა დაზიანებები, მაგრამ ასე მთლიანი ყური არ ვიცი.. ვერ გეტყვით… ერთი ვარიანტია, რომ ამ ხიდის ქვეშ, სადაც გიორგის კვალი ქრება, შეიძლება ამ ჯებირიდან გადახტა, დაბლა ჯებირი არის ჩასასვლელი და იქ ხომ არ დაიმტვრა ან თავი რამეს ხომ არ დაარტყა, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის ის, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ვინმემ ან რაიმე ჩაარტყა, ან რამე მსგავსი, მაგას არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ კი არა ძირითად ვერსიებს თუ განვიხილავთ, შეიძლება 70-80% მაქეთ მიდიოდეს.

თუ გადავარდა, დაზიანებები ექნებოდა, მითუმეტეს, თავი თუ დაარტყა, შესაბამისად ვერსია, რომ მდინარესთან თავისით მივიდა, სისულელეა. 50 მეტრს მდინარემდე როგორ გაივლიდა, გარდა ამისა, მას სიბნელის და წყლის ეშინოდა”, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გუშინ, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

წყარო