„თამარ ჩუგოშვილს რეალურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი წევრად ყოფნა აწუხებდა. დიახ, მე ჩუგოშვილის კანდიდატურა ვიყავი, მაგრამ ის ხშირად მირეკავდა. პირველად ვამბობ და აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ჩუგოშვილისგან ჩემთან ძალიან ბევრჯერ იყო ზარი და ჩემგან უბრალოდ გაჩუმებას მოითხოვდა, როდესაც მე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც საკითხებს ვაყენებდი. ამაზე საუბარი არ მინდოდა, ფაქტობრივად, განმარტება მიწევს. მე ვხვდებოდი, რომ თამარ ჩუგოშვილს აწუხებდა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი. თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთი სხვებიც არიან, თამარ ჩუგოშვილზე წინ ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ანუ მხარი ბევრმა დამიჭირა. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები“ , – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.