თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

2020-07-30T00:53:35+04:00ივლისი 30th, 2020|