“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

ქაშიაშვილი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.

ცნობისთვის, ტელევიზიამ გუშინ, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.