ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე  ვიტალი პორტნიკოვი, აქვეყნებს სტატიას სადაც წერს:

სველი სატრაპი-რატომ შეცურა ლუკაშენკომ შავ ზღვაში.

”როდესაც ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს შესთავაზა  ზღვაში ეცურავა – მათი მოლაპარაკებების დაწყებამდე, – ბევრმა დამკვირვებელმა ჩათვალა, რომ  ეს შეთავაზება, რუსეთის პრეზიდენტის რეზერვაციას ჰგავდა, ხუმრობასაც კი …

 

***

 

 

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შავი ზღვის სანაპიროზე დემონსტრაციული ცურვა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არაფორმალური შეხვედრის დროს, გახლდათ ლუკაშენკოს ორდღიანი ყოფნის კულმინაცია და  იმის ჩვენება, თუ რა ხდებოდა რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებში, ვიდრე  სახელმწიფოთა მეთაურები ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებდნენ.

 

როდესაც ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ზღვაში ბანაობა შესთავაზა – მათი მოლაპარაკებების დაწყებისთანავე – ბევრმა დამკვირვებელმა ეს უფრო მეტად რუსეთის პრეზიდენტის რეზერვაციად ან  თუნდაც ხუმრობად მიაჩნდა: როგორია ბანაობა, 16 გრადუსიანი წყლის ტემპერატურაზე?

 

მაგრამ ლუკაშენკომ შესცურა- რადგან პუტინს ასე სურდა. ამით მან აჩვენა, რომ რუსეთის მეგობრული სახელმწიფოს მორიგე ლიდერისგან იგი საბოლოოდ გადაიქცა კრემლის სატრაპად, დაპყრობილი პროვინციის გუბერნატორად, რომელიც დღემდე ინარჩუნებს სახელმწიფო სუვერენიტეტის ატრიბუტებს. ეს არის პრეზიდენტთა შეხვედრის მთავარი შედეგი, რომელიც მოხდა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც  გახმაურდა სკანდალი, რომელიც ეხებოდა,  Ryanair- ის სამგზავრო თვითმფრინავის  მინსკში იძულებით დაშვებას და ბლოგერ რომან პროტასევიჩისა და მისი შეყვარებულის სოფია საფეგას დაკავებას.

ბელორუს კოლეგასთან მოლაპარაკებამდე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ახლა, ალბათ,  დადგა დრო, როდესაც მან უნდა  განსაზღვროს რუსეთის პოზიცია, ბელორუსთან და მის პრეზიდენტთან მიმართებაში.

”ჩვენ დაკავებული ვართ, ევროკავშირის სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებთით და ამას ვაკეთებთ ისე, როგორც შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ  ამავდროულად ვუზრუნველვყოფთ ბელორუსის და რუსეთის ინტერესებსაც.   ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ ნდობის საფუძველზე … ერთადერთი და მთავარი  საკითხი კი არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ თანმიმდევრულად, არ ვიჩქაროთ, არ გავიქცეთ წინ და ვიმოქმედოთ ეტაპობრივად ”, – მიმართა სტუმრებმა რუსეთის პრეზიდენტმა.

ეს ”ნუ იჩქარებ” გახდა,  ლუკაშენკასთან შეხვედრისას გაკეთებული, პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება.

 

მანამდე კრემლი მუდმივად ჩქარობდა, ცდილობდა დაეჩქარებინა ინტეგრაციის საკითხები, მოუწოდებდა ლუკაშენკოს განეხილა  “ინტეგრაციის ბარათები”, დაჟინებით მოითხოვდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული საკავშირო  სახელმწიფოს რეალური შინაარსიით შევსებას. და ამ აჩქარებას თავისი სფუძველი ჰქონდა.

საერთაშორისო ასპარეზზე მრავალწლიანი ფაქტობრივად იზოლაციის შემდეგ, ლუკაშენკომ თანდათან დაიწყო დასავლეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. მას მრავალი თვალსაზრისით დაეხმარა კრემლის ქმედებები საქართველოსა და უკრაინასთნ მიმართებაში. რუსეთის პოზიციების სასურველი გათვალისწინების  ფონზე, ლუკაშენკომ დაიწყო ზომიერი ავტოკრატია, რომელიც დაინტერესებული იყო მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებით.

ლუკაშენკომ უკრაინის კრიზისში პუტინისგან განსხვავებული პოზიცია გამოავლინა: როდესაც კიევიდან ფრენის შემდეგ, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის დედაქალაქში უკრაინის ახალ მთავრობას “ხუნტა” უწოდა, ბელორუსის პრეზიდენტი შეხვდა მაშინდელ, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ალექსანდრე ტურჩინოვს.

მან კვლავ დაიწყო მოგზაურობა დასავლეთის დედაქალასქებში, აშშ – ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ – ს ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ჯონ ბოლტონი სტუმრობდნენ მინსკს. ჯერ კიდევ 2014 წელს ბელორუსის დედაქალაქი გახდა დონბასის შესახებ კომპრომისის პოვნის პლატფორმა. სწორედ მაშინ ეწვივნენ მინსკს ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

ლუკაშენკოს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, საჭირო იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება მის ქვეყანაში. მაგრამ  მან,  ზუსტად ეს არ გააკეთა, რადგან იცოდა, რომ ვერ შეძლებდა სამართლიანი არჩევნების გზით გამარჯვებას. ბელორუსში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებამ, რასაც თან ახლდა მოქალაქეთა მასობრივი პროტესტი და ძალადობრივი სტრუქტურების მიერ ამ საპროტესტო აქციების დაშლა, ლუკაშენკოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების სრული გაწყვეტა მოჰყვა, ბევრად უფრო სერიოზული, ვიდრე გასული გასული საუკუნის 90-იან წლებში.

ამას მოჰყვა ის, რომ  ლუკაშენკოს ბრალი დასდეს ქვეყნის პარლამენტის დაშლაში, რომელიც ეჭვმიტანილია ცნობილი ოპოზიციონერების გაუჩინარებაში მონაწილეობაში. მაგრამ თვით ბელორუსის პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე ეჭვი არ შეიტანეს. მაგრამ ახლა დასავლეთის მრავალი ქვეყანა, ბელორუსის თითქმის ყველა მეზობელი, რუსეთის გარდა, უარს ამბობს ლუკაშენკოს, როგორც ასეთი, სახელმწიფოს  ლეგიტიმურ მეთაურად აღიარებაზე. ამ ვითარებაში ბელორუსის პრეზიდენტს მხოლოდ ერთი გზა დარჩა  და ეს არის გზა, კრემლისკენ.

“რაინაირის” თვითმფრინავის გატაცებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რომელშიც ბელორუსის მმართველი აღმოჩნდა. მანამდე, ბელორუსში განვითარებული მოვლენები აღიქმებოდა დასავლეთში, როგორც ავტორიტარიზმისა და ხელისუფლების თვითნებობის დემონსტრირება ერთ-ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – მაგრამ, დიდწილად, ეს მოვლენები არ გასცდა რეგიონის საზღვრებს, სადაც მოქალაქეები მუდმივად ეჯახებიან ავტორიტარულ რეჟიმებს.

ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ამგვარმა რეჟიმმა შეიძლება აიძულოს თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიფრინავს, რომ დაეშვას მის ტერიტორიაზე – მხოლოდ ოპოზიციონერი ჟურნალისტის ხელში ჩაგდების მიზნით – რეალური შოკი გამოიწვია დასავლეთის პოლიტიკოსებს და საზოგადოებრივ აზრს შორის. აშკარა გახდა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი და მკაცრი რეაგირება ამ ბელორუსულ სიტუაციაზე – წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედებები შეიძლება გახდეს პრაქტიკა სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის და საერთაშორისო საჰაერო სივრცე გადაიქცეს მათი სპეცსამსახურების საქმიანობის ზონად.

მაგრამ ვლადიმერ პუტინს შეეძლო აშკარად სიამოვნებით ედევნებინა ამ სიტუაციისთვის თვალი,  იმისდა მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა იი მასში და იყვნენ თუ არა რუსული სპეცსამსახურები ბელორუსიელი კოლეგების ოპერაციაში ჩარეულები.

ლუკაშენკოს ქმედებები საავიაციო სივრცეში მთლიანად გამორიცხავს ბელორუსის პრეზიდენტსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის დიალოგის დამყარების შესაძლებლობას შორეულ მომავალშიც კი. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისგან განსხვავებით, , ბელორუსს აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტის ფორმალური ატრიბუტები.

ამჟამად  კრემლს შეიძლება ჰგოონია, რომ ბელორუსის ამ ატრიბუტების შენარჩუნება ან ჩამორთმევა არა ბელორუსზე, არამედ რუსეთის ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.

და არც  ჩქარობს ამჟამად გადაწყვიტოს, თუ როგორ სურს მომავალში დაინახოს რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობები.

სჭირდება მას ბელორუსია, როგორც “უკრაინის მოწინააღმდეგე” – კრემლის მთავარი და ერთგული მოკავშირე პოსტსაბჭოთა სივრცეში? ან უკეთესი იქნებოდა ორი ქვეყნის გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ, რომ ბელორუსი  გარდაიქმას “მეორე ყირიმად”  რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც იქნება “ტერიტორიების მომხვეჭელი” ვლადიმერ პუტინის სტატუსის დადასტურება ”

ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ილუზია იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მხრიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ არა აგრესიის გარანტად მოგვევლინება. ლუკაშენკო ასეთი გარანტი არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის ვაჭრობდა კრემლთან უკრაინასთან ან საქართველოსთან ურთიერთობაში. მაგრამ ის ყოველთვის მზად იყო გაეცვალა ჩვენი უსაფრთხოება თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ან უბრალოდ მისი რეჟიმისთვის ბანალურ გარიგებებზე.

ახლა, ფაქტობრივად, ეს ვაჭრობა დასრულებულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე