ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოიწონეს ევროკომისიის წინადადება, რომ დაშვებულ იქნას ფქვილის ხოჭოს ლარვები ევროკავშირში. ამის შესახებ DW იუწყება.

 

ფქვილის ხოჭოს ლარვები არის პირველი მწერების სახეობა, რომლის მოხმარების  უფლებაც ევროკავშირში მიიღეს. ევროკომისია მიიჩნევს, რომ შესაძლებელია უფრო მდგრადი კვების სისტემისკენ სვლა მწერების გამხმარი პროდუქტების წყალობით, რადგან ისინი ცილების ალტერნატიული წყაროა.

 

იანვარში, სურსათის უვნებლობის ევროპულმა ორგანომ (EFSA)  ეს ჭიები, საკვებ პროდუქტად გამოაცხადა. მათი ჭამა შეიძლება როგორც მთლიანი ლარვა, როგორც საუზმე ან ფხვნილის სახით, როგორც ინგრედიენტი სხვადასხვა კერძებში.

 

 

 

 

 

ამავდროულად, გერმანიაში მომხმარებელთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის ფედერალურმა სამსახურმა განმარტა, რომ მწერების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, შესაბამისად, შეფუთვა უნდა იყოს მითითებული შესაბამისად.

 

ფრანგულმა კომპანია Agronutris- მა მოითხოვა ნებართვის მიღება ლარვების ჭამაზე. ევროკავშირის გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს მას 5 წლის განმავლობაში იყოს ერთადერთი მიმწოდებელი პროდუქტისა, რომელიც შეიცავს ამ მწერებს. შემდეგ ბაზარი ღია იქნება სხვებისთვის.

 

ჭრიჭინისებრთა ოჯახის წარმომადენლებით, კუტკალიებით და ფქვილის ჭიებით უკვე ამზადებენ საკვებს მსოფლიოს მრავალ ნაწილში.

 

ევროპელი ექსპერტები ახლა მწერების კიდევ 14 პროდუქტის გადაწყვეტებზე მუშაობენ.

 

 

2020 წლის ივნისში ჩინეთის ქალაქ ბიჟიში ინტერიერის დიზაინის ფირმის თანამშრომლები აიძულეს  ცოცხლად ეჭამათ ჭიები, რადგან  გაყიდვის გეგმა ვერ შეასრულეს.

 

 

თამო თავხელიძე