“სუპერ სამშაბათი” ჯო ბაიდენის წარმატება პრაიმერში

“სუპერ სამშაბათს” დემოკრატების შიდა პრაიმერში ჯო ბაიდენმა 14 შტატიდან 9 მოიგო. გამოთქმული პროგნოზების თანახმად ტექსასის შტატს ბერნი სანდერსი იგებდა, თუმცა პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა და ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატი მოუგო  მთავარ მოწინააღმდეგე – ბერნი სანდერსს, თუმცა სანდერსმა  მოიგო კალიფორნია,  ყველაზე დიდი პრიზი სამ სხვა შტატთან ერთად.  მიუხედავად ნიუ-იორკის ყოფილი მერის – მაიკლ ბლუმბერგის მიერ კამპანიაზე დახარჯული 500 მილიონი დოლარისა, მან ვერ შეძლო ვერცერთ შტატში გამარჯვების მოპოვება. ხოლო სენატორმა ელიზაბეტ უარენმა დამამცირებელი მარცხი იწვნია თავის მშობლიურ შტატ მასაჩუსეტსში ბაიდენთან. როგორც ჩანს ბაიდენს 402 დელეგატი, სანდერსს კი 314 ჰყავს, თუმცა კალიფორნიის შედეგებით, სადაც 415 დელეგატია არსებული სიტუაციაზე მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს. ბაიდენმა მოიგო ტეხასში 228 დელეგატით, ასევე მასაჩუსეტსში,მინესოტაში, ოკლაჰომაში, არკანზასში, ალაბამაში, ტენესში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში. მეინიც 24 დელეგატით შესაძლოა შეუერთდეს ამ შტატების რიცხვს, თუმცა პარტიული შედეგებით ბაიდენი ოდნავ უსწრებს სანდერსს. ვირჯინია და ჩრდილოეთ კაროლინა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა 2020 წლის არჩევნებში. ეგზოტპოლის შედეგებით, ბაიდენმა, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, მიიმხრო აფრო-ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა – რომელიც გადამწყვეტი ბლოკი აღმოჩნდა დემოკრატებისთვის. ბაიდენმა ასევე მიიღო გარეუბნების ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობის ხმა, რომლებიც ამჟამინდელი პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი არიან. მან ლოს-ანჯელესში ხალხს მიმართა, რომ მათი კამპანია იმდენად დინამიკური და აქტიურია, რომ დონალდ ტრამპის შეცვლა გარდაუვალი პროცესია. მემარცხენე სენატორმა ასევე მოიგო მშობლიური შტატი ვერმონტი კოლოდაროსთან და იუტასთან ერთად. სანდერსმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპს შეუტია, თუმცა ბაიდენიც ახსენა: ,,ჩვენ ვქმნით პოლიტიკას და შეუძლებელია ტრამპის დამარცხება მისივე პოლიტიკური გზების გამოყენებით”.

შავკანიან ამომრჩეველთა მხარდაჭერამ, რომელიც სამხრეთ კაროლინაში გამოჩნდა, დაეხმარა ბერნი სანდერსის ავტორიტეტის გაზრდას ესპანელ ამომრჩევლებთან ტეხასის შტატში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღო დალასში მხარდაჭერა ემი კლობუჩარისგან და მოიგო კიდევ მინესოტა, თუმცა ის იბრძვის სანდერსის წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო ივლისში ყველა გზა გაეკვალა ეროვნულ-დემოკრატიული კონვენციისკენ. მას მოუწევს სწრაფად მოიძიოს თანხები და ორგანიზება გაუკეთოს კამპანიას, რათა ვერმონტის სენატორის უპირატესობა დაძლიოს. ამავდროულად რესპუბლიკელები ახალი იერიშისთვის ემზადებიან. 70 წლის ქალმა კანდიდატმა – ვარენმა მასაჩუსეტსში ბაიდენთან წააგო მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს არცერთი კამპანია არ ჩაუტარებია შტატში და არც ფული დაუხარჯავს მასში. 78 წლის ბლუმბერგს მხოლოდ ამერიკულ სამოაზე გამარჯვების მოპოვება შეეძლო, ამასთან მან საკმაო რაოდენობის ხმა აიღო კალიფორნიასა და ტეხასში, არასრული შედეგების თანახმად. ბლუმბერგი პირველად გამოცხადდა საპრეზიდენტო კენჭისყრაზე გასული თვის ოთხი კონკურსის გამოტოვების შემდეგ. თუმცა ოთხშაბათს გამოჩენის შემდეგ განაცხადა, რომ წყვეტდა კამპანიასა და მხარდაჭერას უცხადებდა ბაიდენს.. ბაიდენი, როგორც ზომიერი და სამდერსი, როგორც ლიბერალი, მკაფიოდ განსხვავებული ხედვებით წარმოადგენენ ამერიკის მომავალს.

რაც შეეხება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, იგი აცხადებს, რომ სწრაფ ცვლილებებს მოიტანს ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი კამპანია იმდენად არაკეთილსინდისიერია, რომ თავისი პოლიტიკური კარიერის წარსულის დიდ ბარგს ატარებს, როგორც ვაშინგტონის ინსაიდერი. სანდერსი როგორც სოციალ – დემოკრატი ფიქრობს რომ თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს დაბეგვრის სისტემა, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს,რაც ამერიკას უდიდეს სიმდიდრეს მოუტანს.

 

( მარიამ ბარბაქაძე )

 

2020-03-05T16:43:42+04:00მარტი 5th, 2020|