ია კარგარეთელი-ს ყველა იცნობთ, ეს ის ახალგაზრდა მწერალია, რომელიც კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-სგან და რომელზეც უარს ეუბნებიან!
ია ავტორია წიგნისა სხვა უდაბნოს საიდუმლო, რომელიც ბევრ თქვანთაგანს უყვარს დარწმუნებული ვარ.

“კომპანიაში თანხები არის შესული, ბუღალტერს უკვე დაანგარიშებული და გადმოგზავნილი აქვს თანხები. ჩემი წიგნი მარტის შუა რიცხვებამდე უპრობლემოდ იყიდებოდა და უკვე მესამე წელია საქართველოში ერთ-ერთი პირველია გაყიდვებით. კომპანია დღესაც ყიდის წიგნებს ჟურნალებთან ერთად და მიუხედავად ამ ყველაფრისა თებერვლის ხელფასსაც კი არ მინაზღაურებს სრულიად. როდესაც დავურეკე კომპანიის მფლობელს და ვთხოვე კუთვნილი, ხელშეკრულებით გარანტირებული ანაზღაურების ჩარიცხვა, რომლის თანხაც სრულიად შევიდა კომპანიაში თებერვლის თვეში და ვუთხარი, რომ თუ არ შეასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ამას გავასაჯაროვებდი, მან ყვირილი დამიწყო და მითხრა: “რაც გინდა ის ქენი, არ შემაშინა ახლაო”… მომიწია საშინელი სტრესისა და მორალური ზეწოლის გავლა, ოჯახური მდგომარეობის გასაჯაროებაც, იმისათვის, რომ კუთვნილი თანხა მომეთხოვა, რომელიც კომპანიაში ორი თვის წინ შევიდა, მაგრამ დღესაც არ მირიცხავენ. ასევე, როდესაც მეილზე ვწერდი, რომ ჩაერიცხათ კუთვნილი თანხა, გამაფრთხილა კომპანიის დირექტორმა, რომ აღარ მიმეწერა, თუ თანახმა არ ვიყავი მათ პირობაზე, რადგან პასუხს აღარ დამიბრუნებდა. კი ეს კომპანიაა სავარაუდოდ ხელისუფლების მოსახიბლად “სტოპ კოვიდ ფონდში” თანხებს რომ რიცხავს, რეალურად კი ჩემთვის თებერვლის ხელფასიც კი არ მოუციათ სრულად” – ია კარგარეთელი