სტიქია რაჭაში. ონის რაიონში, სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი პატარა ღები.

როგორც ადგილობრივები “მთავართან” საუბარში ამბობენ, ძლიერი წვიმა საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე დაიწყო და თითქმის ორი საათი გაგრძელდა. დაზიანებულია დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი გზა, ნიაღვარი შევარდა ნათესებშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, ონში ახლაც წვიმს.