❗მეგობრებო, ჩემს კოლეგებზე არაერთი დეზინფორმაციული სიუჟეტის შემდეგ, მორიგი ფეიკ-ნიუსის გავრცელება ამჯერად ჩემზე და ჩემს ოჯახზე ხდება. გუშინ, ჩვენი ნათესავების სახლში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მოვიდნენ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი-ს ჟურნალისტები და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ თითქოს გაგვძარცვეს და საყვედურით მეკითხებოდნენ პოლიციას რატომ არ შეატყობინეო 😁 მშვიდად, აგრესიის გარეშე გავეცი პასუხები, ვუთხარი რომ ეს არის სიცრუე.

საკუთრივ მე, ასეთი ფეიკ-სიუჟეტები და დეზინფორმაცია ცნობილ “მოდელირებულ ქრონიკას” მახსენებს, როცა აგვისტოს ომის შემდეგ, შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე, ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიით ომის სიმულაცია გააკეთეს და საზოგადოებას დიდი სტრესი და ზიანი მიაყენეს. აშკარაა, რომ ამ ადამიანების – პარტიული ბოსების თუ მედიამენეჯერების, ჟურნალისტებს ამოფარებული დამნაშავეების ხელში, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია.

ჩემი საუკეთესო სურვილები და თანაგრძნობა რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთა შეასრულონ და ნოდარ მელაძის გადაცემისთვის ყალბი სიუჟეტები მოამზადონ.