რუსეთის ქალაქ ყაზანში, სკოლაში სროლები მოხდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ჟურნალისტების თქმით, სკოლაში სროლა  უკვე დაკავებულმა მოზარდმა განახორციელა.  ადგილზე მოხდა აფეთქებაც. ამ დროისთვის გავრცელებულია ინფორმაცია, რომ შვიდი მკვდარი მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. დაშავდა 22 ადამიანი. ბავშვების ევაკუაცია ხდება სკოლიდან.

 

 

 

თამო თავხელიძე