რამდენიმე წუთის წინ, წყნეთის გზაზე, კაკლებთან ყოფილი სპორტსმენის და მხედრიონელის, ლერი სულაბერიძის ავტომამქანას ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.

ადგილზე სამართალდაცმველები არიან მობილიზებულნი.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108 (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

 

წყარო