პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 30 მარტს საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან ზუსტად 35 დღე გადის. 30 მარტის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 98 შემთხვევაა დადასტურებული.

პროგნოზი საქართველოში

COVID-19 ეპიდემიისთვის საქართველოს მზაობის შესაფასებლად „საერთაშორისო ფონდმა კურაციომ“ ორი მოდერირებული სცენარი მოამზადა, რისთვისაც ორი ინსტრუმენტი გამოიყენა:

  1. COVID-19 Hospital Impact Model for Epidemics, — შემუშავებული პენსილვანიის Penn Medicine Predictive Healthcare Team-ის მიერ სპეციალურად ამ ეპიდემიისთვის. ეს მოდელი ეფუძნება რამდენიმე დაშვებას, რომელიც კორონავირუსის ჰოსპიტალიზებული შემთხვევების მართვის მახასიათებლებს უკავშირდება და საშუალებას იძლევა განისაზღვროს „სოციალური დისტანცირების“ სხვადასხვა დონის გავლენა ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის დონეზე;
  2. FluSurge2.0, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ პანდემიური გრიპის პროგნოზისთვის შეიქმნა; ეს მოდელი პანდემიური გრიპის შესაფასებლად გამოიყენება და არ არის მორგებული COVID-19-ის ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებზე;

ამ მოდელების მიხედვით მიღებული შედეგები ასეთია:

ამ გრაფიკიდან ვიგებთ, რომ:

  • სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ აუცილებელია ეპიდემიის შესაკავებლად;
  • ამის გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა, მაისის მეორე კვირაში, და მხოლოდ ამ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5,950-ი იქნება, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა ვერ გაუძლებს;
  • მოქალაქეებმა 10%-ით მაინც რომ შეამცირონ კონტაქტები, ეპიდემიის პიკი მიიღწევა მე-14 კვირას და ახალი ჰოსპტალიზებული პაციენტების რაოდენობა 4,174-მდე მცირდება;
  • კონტაქტები 20%-ით რომ შეამცირონ, ეპიდემია პიკს მიაღწევს მე-17 კვირას (ივნისის შუაში) და ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 2,656-მდე შემცირდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე;
  • კონტაქტების 30%-ით შემცირებით ეპიდემიის პიკმა შეიძლება 22-ე კვირამდე (ივლისის ბოლომდე) გადაიწიოს, ასევე, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 1,418-მდე;
  • COVID-19 Hospital Impact მოდლით მიღებული გათვლები მნიშვნელოვნად აღემატება FluSurge 2.0-ით მიღებულ შედეგებს 12-კვირიანი ეპიდემიისთვის.
  • ამ გათვლების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას, რომ ისინი მრავალ დაშვებას ეფუძნება.

 

წყარო: ნეტგაზეთი