სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა.

პირუტყვის მეპატრონეები ამბობენ, რომ შემთხვევა მათთვისაც საკმაოდ უჩვეულოა. მათი თქმით, ძროხამ, რომელმაც ორთავიანი ხბო გააჩინა, მანამდ 6-ჯერ იმშობიარა, თუმცა ყველა მათგანი აქამდე ჯანმრთელი დაიბადა:

„დილით დაეწყო მშობიარობა ძროხას, თუმცა ვერ აჩენდა. ჩვენ ვეხმარებოდით მშობიარობაში, მაგრამ დიდი ზიმის თავის გამო, ხბო ვერ გამოდიოდა გარეთ.

გამოვიძახეთ ვეტერეინარი, მან შეამოწმა და თქვა, რომ ხბოს ორი თავი ჰქონდა. გაუკეთა საკეისრო კვეთა, ხბო მკვდარი დაიბადა,“ – ამბობს მეპატრონე.

ექიმი-ვეტერინარის მაიზერ ღერკენაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველია:

„მსგავსი შემთხვევა პრაკტიკაში აქამდე არ მქონია. როდესაც მივედი შემთხვევის ადგილზე, შევამოწმე ძროხა, მივხვდი ხბოს ორი თავი ქონდა, მაგიტომ ვერ გამოდიოდა გარეთ. გავუკეთე საკეისრო კვეთა, ხბო უკვე მკვდარი იყო. რაც შეეხება ძროხას,  ის თავს კარგად გრძნობს“, – ამბობს ვეტერინარი.

 

ვტორი: თათია გოგიშვილი

 

2020-06-13T16:06:18+04:00ივნისი 13th, 2020|