სოფელ ახალდაბაში, არ არის მაღაზია, ხალხი ულუკმაპუროდ არის დარჩენილი.

სამოქალაქო აქტივისტი თინათინ გალუაშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ვაკის რაიონში, სოფელ ახალდაბაში, არ არის მაღაზია, ხალხი ულუკმაპუროდ არის დარჩენილი.
მოსახლეობა ფიქრობდა ამ მსუბუქ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვას მოხსნიდნენ და მოახერხებდნენ მაღაზიაში დანაზოგით ცოტა რამ შეეძინათ ოჯახებისთვის. ის კიდევ 1კვირით გაგრძელდა.

დღეს უკვე რამოდენიმე ფეისბუკ პოსტი ვნახე , თუ როგორ ბრაზობს ახალდაბის მოსახლეობა ვაკის მაჟორიტარ-დეპუტატზე გიორგი მუსხელიშვილი ვაკის მაჟორიტარი / Giorgi Muskhelishvili , ვფიქრობ თბილისის მერმაც უნდა მოიფიქროს რამე Kakha Kaladze კახა კალაძე თბილისის მერია / Tbilisi City Hall

საქართველოს მთავრობა იქნებ გაახილოთ თვალები, უამრავი ადამიანი ებრძვის არა თუ კორონას , არამედ შიმშილს. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი აუარესებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სოფელ ახალდაბაში.

ხალხი გაწირეს.

საქართველო დაემსგავსა სასაკლაოს.

დავრჩები სახლში მაგრამ გაანძრიე ხელი.

2020-04-22T15:04:20+04:00აპრილი 22nd, 2020|