“უზარმაზარი გამოუყენებელი პონტენციალია ჩვენს [სომხეთ-საქართველო] ურთიერთობებში და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან თბილისში დღევანდელი ღია შეხვედრის დროს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე უნდა განავითარონ, “ორივე ქვეყნის დემოკრატია კი, სომხეთისა და საქართველოს მიმზიდველობას მხოლოდ ხელს შეუწყობს”.

” ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში მისწრაფებას. ჩვენს ქვეყნებს განსხავებული ხედვები აქვთ უსაფრთხოების სისტემებზე, თუმცა, არც სომხეთი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხე და არც პირიქით, – საქართველო – სომხეთის უსაფრთხოებისთვის”.

ღია შეხვედრისას ფაშინიანი კონფლიქტების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი განსხვავებულია თავისი არსით, ისტორიით, სიღრმით და შესაბამისად, თითოეული მათგანის მოგვარება ერთი ფორმულით შეუძლებელია.

სომხეთის ლიდერის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი საქართველოში, დღეს, 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრით დაიწყო.

ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თაკალვაძეს და საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხურ თემთან.

 

წყარო: ნეტგაზეთი