სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა კრებამ ოპოზიციური პარტია “აღორძინებული სომხეთის” ლიდერის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის  დაპატიმრებაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.

ფარულ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატები მონაწილეობდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერს, გაგიკ წარუკიანს  2017 წელს ამომრჩევლის მოსყიდვაში დებენ ბრალს.

გარდა ამისა,  პარლამენტმა 87 ხმით მხარი დაუჭირა წარუკიანისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას.

წარუკიანი და მისი თანაპარტიელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

 

წყარო

2020-06-18T12:23:54+04:00ივნისი 18th, 2020|