სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო იხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო ხვალ იხსნება.

მათივე ცნობით, ღონისძიება ხვალ, 6 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

„აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაცია დამასკოში უკვე ჩავიდა“, – აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცნობისთვის, სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა.

 

2020-10-05T18:40:10+04:00ოქტომბერი 5th, 2020|