სინგაპურში ინფიცირებულთა 76% დაბალი შემოსავლის მქონე შრომითი მიგრანტები არიან.

ორშაბათის მონაცემებით  სინგაპურში 1,426 ახალი კორნავირუსული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 1,369   შრომითი მიგრანტები არიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, ქალაქ – სახელმწიფოებს ახლა ყველაზე მეტი შემთხვევა უფიქსირდებათ, მაგალითად ჰონგ კონგს, სინგაპურს და სხვას. ბოლო სამი დღის მონაცემებით ჯამში  დაახლოებით 3 000  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულთა 76%-ს დაბალ ხელფასზე მომუშავე შრომითი მიგრანტები წარმოადგენენ, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ.

ფოტო: მუშათა საერთო საცხოვრებელი.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით სოციალური დისტანცირების პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ახალ შემთხვევათა რაოდენობამ იკლო სინგაპურის მოქალაქეებს შორის, თუმცა შრომითი მიგრანტების შემთხვევაში საქმე სხვა გვარადაა, 2 მილიონზე მეტი მიგრანტი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან ცხოვრობენ ვიწრო საერთო საცხოვრებლებში, რაც ინფექციის რისკებს ზრდის.

მთავრობამ განაცხადა, რომ ელოდება შემთხვევების კიდევ უფრო მეტად გაზრდას. საერთო საცხოვრებლებში მასიური ტესტირება გრძელდება, რათა დროულად მოხდეს შესაძლო შემთხვევათა აღმოჩენა.

წყარო: south china morning post

2020-04-20T22:22:28+04:00აპრილი 20th, 2020|