შვედეთში გადაწყვიტეს რუსეთში “დემოკრატიის მომხრეებს” მხარი დაუჭირონ.

პარლამენტის წევრმა მარკუს ვიჰელმა თხოვნა გაუგზავნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდს.
ტექსტი ეხება  გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას რუსეთის წინააღმდეგ დემოკრატიული აქტივისტების მხარდაჭერისა და ”რუსეთის რეჟიმზე” ზეწოლის მიზნით. პარლამენტარმა ასეევე მინიშნება გააკეთა რუსეთში მიმდინარე არასანქცირებულ აქციებზე.

“რბილად რომ ვთქვათ ჩვენი დემოკრატიულად მოაზროვნე მეგობრებისთვის სიტუაცია ქვეყანაში, ძალიან რთულია. ჩვენ ასევე ვხედავთ ხშირ შემთხვევებში მასიური კონტროლი და პროპაგანდის გამოყნება როგორ თრგუნავს თავისუფალ მოსაზრებებს და შეცდომაში შეჰყავს რუსეთის მოქალაქეები ”, – განმარტა ვიჰელმა.

ავტორი: თამო თავხელიძე