პეკინი კორონა ვირუსის შემდგომი შედეგებისთვის ემზადება. ხელისუფლებას გამიზნული აქვს შეინარჩუნოს ჩინეთის ინტეგრალური როლი გლობალურ ეკონომიკაში.

ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური ღირებულების ჯაჭვის შეცვლა დააჩქარებს პოსტკრიზისულ პერიოდს, რა დროსაც  ჩინეთს შეუძლია ისარგებლოს თავისი მოწინავე ინფრასტრუქტურით და სამრეწველო შესაძლებლობებით.

პეკინში თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ კორონ ავირუსის პანდემია არის შექმნილი ჩინეთის რეპუტაციისადმი ჩრდილის მიყენების მიზნით, რათა ძირეულად დაანგრიოს ისეთი კომფორტული საერთაშორისო გარემო, რომელიც დაფუძნებული იყო ქვეყნის შთამბეჭდავ ზრდადობაზე ჩაკეტილი კომუნიტური წყობიდან გლობალურ ეკონომიკურ ძლიერებამდე.

გლობალური კრიზისი ჯანდაცვის სფეროში, რომლის დროსაც მთელ მსოფლიოში დაიღუპა 200 000-ზე მეტი ადამიანი და დაინფიცირდა 3 მილიონი, ჩინეთს აიძულებს დაფიქრდეს თუ როგორ უნდა გააგრძელოს ერმა წარმატებული ცხოვრება საერთაშორისო რეაქციის პირობებში, რომელიც ჩინეთისადმი არც თუ ისე კეთილგანწყობილია.  მკვლევარების და ანალიტიკოსების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინშე დგას ეს არის გლობალური ღირებულებების ჯაჭვის რეფორმების დაჩქარება, რამაც შეიძლება მოკლე ვადიან პერიოდში დაარტყას ჩინეთის შრომის ბაზარს და მოახდინოს ქვეყნის გრძელვადიანი როლის მარგინალიზება გლობალურ ეკონომიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ პეკინი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებს, გადაწყვეტილი აქვს დარჩეს გლობალურ ბაზარზე.

შეუძლია თუ არა ჩინეთს შეინარჩუნოს თავისი პოზიცია გლობალურ  ეკონომიკაში პანდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ.., ეს იქნება კრიზისის შემდგომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.

Huang Qifan, Chongqing– ის ყოფილი მერმა, რომელიც აკონტროლებდა ეკონომიკურ ბუმს ქალაქში, ამ თვის დასაწყისში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გლობალური ღირებულების ჯაჭვის ტრადიციული „ჰორიზონტალური“ განაწილება რეფორმებს ექვემდებარება, რადგან კორონავირუსმა გამოავლინა მისი სისუსტე. ჰუანგის თქმით, ის შეიძლება შეიცვალოს კონკრეტულ რეგიონებში “ვერტიკალური” ინტეგრაციით.

მისი სიტყვით ჩინეთს, მოწინავე ინფრასტრუქტურით და ინდუსტრიული შესაძლებლობებით, აქვს შანსი გაზარდოს თავისი როლი გლობალურ ეკონომიკაში თუ შეძლებს დაამტკიცოს, რომ იგი გულწრფელი გახსნილია გარე სამყაროსთან.
ჰუანგის შეხედულება შეესაბამება პეკინის დაპირებას, რომ ჩინეთი დარჩება ინვესტიციისთვის ხელსაყრელი და გააფართოებს თავის ბაზარს კიდევ უფრო მეტი ბიზნესისთვის. მაგალითად, სამსუნგმა მიიღო სპეციალური თანხმობა, რომ გაგზავნოს 200 მუშაკი შენსის პროვინციის დედაქალა სიანში, რათა დაასრულოს თავისი ჩიპების საწარმოო ქარხნის გაფართოება.

გასულ თვეში “ტესლას” საუკეთესო თვე ჰქონდა ჩინეთში, მან 12000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა რაც 450 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით, ხოლო ჩინეთის მთლიანი გაყიდვები 40 პროცენტით შეამცირა. ილონ მასკი კი საჯაროდ ცეკვავდა, და როგორი ბედნიერი იყო ის, როდესაც ამ წელს მე-3 მოდელი გამოვიდა,-განაცხადა Chen Fengying-მა.

და ბოლოს: “”ჩინეთი რჩება ბაზარზე, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია”.
ჩენმა თქვა, რომ კორონავირუსს შეუძლია დააჩქაროს რეგიონალური ეკონომიკური ბლოკების ჩამოყალიბება, რომელთაგან სამი სავარაუდოდ გაჩნდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში.

პეკინის ომმა ვაშინგტონთან გააძლიერა ჩინეთის მიმართ გლობალური მტრობის ზრდა და კიდევ უფრო გააძლიერა შიდა ნაციონალისტური შუღლი.

ჰუანგის თეორიდაან ჩანს, რომ ჩინეთმა უნდა ისარგებლოს თავისი ძლიერი ეკონომიკით, რათა დომინირდეს მსოფლიოში და იბრძოლოს იმ მომენტისთვის, როდესაც გაარღვევს “დიდი კედელს”, დაიკავებს ცენტრალურ ადგილს და დაამტკიცებს, რომ ჩინური მართველობია და ინსტიტუციები უპირატესია  დასავლეთის მართველობასთან შედარებით..

ლი შიხანი სვამს კითხვას: რატომაა რომ ჩინეთი ყოველთვის იმყოფება არასახარბიელო მდგომარეობაში გლობალურ საჯარო დისკურსზე და რატომ სჯერა ამდენ ადამიანს, რომ ჩინეთი ინფორმაციებს დასავლეთის ქვეყნებიდან იღებს. რატომ არავინ არ გვაძლევს სამართლიან შეფასებას ამდენი მიღწევების შემდეგაც კი? რატომ ვერ შევძლეით ჩვენი კულტურის აღიარება სხვა ხალხებთან მიმართებაში, იმ დროს როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ ეკონომიკა № 2-ს?
პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩინეთის კულტურა განსხვავდება აშშ-ს და ევროპის კულტურისგან.

ჩინეთი მიჩნეულია, როგორც ბარბაროსული ქვეყანა, როგორც ჩვენ მიგვაჩნდა მანჯურიელები. რაც არ უნდა გავაკეთოთ ყოველთვის არასწორი გამოგვდის. განაცხადა ავტორმა ლიმ.

ჩინეთის აყვავების საუკეთესო შანსი მდგომარეობს იმაში, რომ გააფართოოს თავისი ეკონომიკური ძლიერება და დაეხმაროს ჩინურ კომპანიებს  პროდუქციის დახმარებით დაიპყრონ მოფლიო ბაზრები. ისე როგორც მანჯურიელებმა დაიპყრეს ჩინეთი თავისი მებრძოლი ცხენებით,-დასძინა ავტორმა.

 

წყარო: scmp.com

ავტორი: თამო თავხელიძე