სამი ახალგაზრდა გოგო სიცოცხლისთვის კლინიკაში, რეანიმაციის საწოლს მიჯაჭვულები იბრძვიან, ისინი შატილის ტრაგედიას გადარჩენილები არიან.

23 წლის ხატიადევსურაშვილიშატილის ტურში დასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა, მარი ჯაფარიძემ დევსურავილების დედის თხოვნა მკითხველს გააცნო, ისინი ხატიას გამოსაჯანმრთელებლად ხალხს ლოცვას სთხოვენ...

„მედეა ხომ წაიყვანე, ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე” – ამბობს დედა.

მეორე დაშავებული თამარ არღვლიანია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, სტუდენტია. როგორც მისი მოსახელე და მოგვარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ცხუ­მა­რის თე­მი­დან არის.

შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ძალა არ გქონ­დესმაგ­რამ სხვის­თვის უნდა მო­ნა­ხო!”- ასეთი ჩანაწერი აქვს სოციალურ ქსელში თამარს.

მესამე დაშავებული ნატა თხე­ლი­ძეა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელია.

პაციენტთა პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო, კლინიკაში, სადაც ისინი იმყოფებიან, არ სახელდება კონკრეტულად ვის რა ტრავმა აქვს და როგორია მიმდინარე დროს მათი მდგომარეობა.

როგორც ჟურნალისტებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუმარტა, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მედიკოსებისთვის დამაიმედებელია. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ტრავმებმა შესაძლოა, სხვა გართულებები გამოიწვიოს…

ლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვებ­შირო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­კეთ­და, იქაც არ ვლინ­დე­ბა უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კააღ­დგე­ნი­ლია ჰე­მო­დი­ნა­მი­კა ერთ ქალ­ბა­ტონ­თან.

და­ნარ­ჩენ ორ პა­ცი­ენ­ტთან ჰე­მო­დი­ნა­მი­კა არას­ტა­ბი­ლუ­რიამაგ­რამ დოზა მკვეთ­რად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი დი­ლით სა­ა­თებ­თან გან­სხვა­ვე­ბით.

ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა მძი­მედმაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ გვაქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ და­დე­ბით დი­ნა­მი­კას უნდა ვე­ლო­დოთ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვი­დეს ამ პა­ცი­ენ­ტებ­თანმე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე”. – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.