გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილს თავის ქალა ჩატეხილი ჰქონდა, სიცრუეა. მისივე თქმით, დაღუპულს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა, მაგრამ არა მოტეხილობების სახით.
„ველოდები არა მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდიასამართლოს ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის დეენემი და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს. ეს იქნება გამართული მკვლელობა,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე „ტვ პირველის“ ეთერში.
19 ივნისს გიორგი შქარაშვილის ოჯახმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა.