„მე თავის დროზე ძალიან წარმატებული საპროკურორო კარიერა იმიტომაც შევწყვიტე, რომ ვერ ვიტანდი ადამიანების დაპატიმრებას.

მაგრამ ახლა მთელი გულწრფელობით ვაცხადებ, რეჟიმის შეცვლისთანავე სამივე ივანიშვილის მიკრო – გებელსი, კოკა ყანდიაშვილი, შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი ოლიგარქზე ადრე უნდა იქნენ დაპატიმრებული.

თვითონ ბიძინას არ მიუყენებია ერის ფსიქიკისთვის იმდენი ზარალი რაც ქნა ამ სამმა ნაძირალამ შავი მილიონების საშოვნელად.“ – წერს  საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.