შალვა ნათელაშვილი საპროტესტო აქციის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულება ბიძინა ივანიშვილს ხალხმა და ოპოზიციამ ერთად უნდა აიძულოს.

შალვა ნათელაშვილის წინადადებაზე პარტიები “ლეიბორისტების” ოფისში, მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ნათელაშვილი ფიქრობს, რომ აქცია გავრილოვის სისხლიანი ღამის წლისთავზე, 20 ივნისს, დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს.

ჩემი პოზიციაა, რომ 20 ივნისს უნდა აქცია გაიმართოს, ამას გავაცნობ ოპოზიციონერ კოლეგებს… ისეთ ფორმატს შევიმუშავებთ, რომელიც იქნება ოპტიმალური. ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისოპირდა მთელ მსოფლიოს, არა მარტო ქართველ ხალხს და მსოფლიოსთან დაპირისპირება, საკუთარი ერის მტრად გადაკიდება ნიშნავს იმას, რომ ეს ბაბილონის გოდოლი ჩამოემხობა უფრო მწარედ და სასტიკად, ვიდრე ეს ელოდებათ, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.