სეულში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო, სკოლების უმეტესობა ისევ დახურეს – ონლაინ რეჟიმში სწავლა კი, 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით,  2019 წლის მონაცემებით, სეულში 7,500 სკოლაზე მეტია. აღნiშნული გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც 150 სტუდენტს და 40 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამხრეთ კორეაში ვირუსის სულ 17,945 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 310 ადამიანი.