კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე ირანმა უარი თქვა. როგორც ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, აშშ-ის შეთავაზება უცნაურია.

მან სატელევიზიო გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს „თაღლითები და მატყუარებიც“ უწოდა.

„ამერიკელებმა რამდენჯერმე შემოგვთავაზეს დახმარება პანდემიასთან ბრძოლაში. ეს უცნაურია, რადგან ამერიკაშიც გაქვთ დანაკლისი. ასევე, თქვენ გადანაშაულებენ ვირუსის შექმნაში. არ ვიცი, ეს მართალია თუ არა, მაგრამ ასეთი ბრალდებების ფონზე, შეიძლება ჭკვიანი ადამიანი გენდოთ და თქვენგან დახმარება მიიღოს?“, – განაცხადა ხამენეიმ.

მან ირანელ ხალხს სახლში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ კრიზისსა და გამოწვევებს, მათ შორის კორონავირუსის ეპიდემიას, გაუმკლავდეს. მანამდე ვაშინგტონმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა.