სერგეი ლავროვი სომხეთს და აზეირბაიჯანს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიურ დიალოგებს მართავს, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლი შეწყვიტონ და მოლაპარაკება დაიწყონ”, – ამის შესახებ უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, ლავროვი უკვე ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე.

როგორც რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესპიკერი აცხადებს, ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

“სერგეი ლავროვი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეაჩერონ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის”, – განაცხადა ზახაროვმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.

2020-09-27T19:29:14+04:00სექტემბერი 27th, 2020|