რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა. 

ეს სტატუსი მის გარდა რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს. “კეთილი ნების” ოცი ელჩი ოკუპირებულ სოხუმში გამოავლინეს. სიის ათი წარმომადგენელი ოკუპირებული რეგიონებიდან, ათი კი ოკუპანტი რუსეთიდანაა.

ორგანიზაციის განცხადებით, “კეთილი ნების ელჩები” “აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე “ქვეყნის” წამოწევით დაკავდებიან”.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის სახელს საქართველოში 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები უკავშირდება. “გავრილოვის ღამე” – სწორედ ასე მოვიხსენიებთ დღეს, როცა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

მოქალაქეებმა რუსული პოლიტიკა გააპროტესტეს, ხელისუფლება კი მათ სასტიკად გაუსწორდა – აქცია მმართველმა გუნდმა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრდ ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40 ჟურნალისტი. “გავრილოვის ღამეს” ახალგაზრდების თვალებიც კი შეეწირა.

სისხლიანი მოვლენების მთავარი შემსრულებელი გიორგი გახარია კი ამ დრომდე ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებს.

წყარო