რენდი პოლი

სენატორ რენდი პოლს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია სენატორის Twitter-ზე გავრცელდა.

ამავე პოსტში აღნიშნულია, რომ რენდი პოლი თავს კარგად გრძობს და ის ახლა კარანტინშია. მას სიმპტომები არ ჰქონდა და ტესტის ჩატარება სიფრთხილის მიზნით, მოგზაურობისა და ღონისძიებების შემდეგ გადაწყვიტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.