“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა,სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდება.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია.მე პირადად დავსვი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი და ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითებება არ არის შემოსული, როგორ, რა წესებით უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ მეტროთი,ა ვტობუსითა და მიკროავტობუსით მოძრაობისას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპლაური ტარანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მერის განცხადებით, ტრანსპორტის რაოდენობა იქნება საკმარისი და თუ საჭირო გახდა მის შემადგენლობას დაემატება სათადარიგო ავტობუსები.

“ტრანსპორტი იქნება ყველა ის შემადგენლობა, რომელიც აქვს სატრანსპორტო კომპანიას. რეკომენდაციებს, რაც იქნება მოცემული, დავიცავთ. თუ ამის საჭიროება იქნება, დავამატებთ სათადარიგო ტრანსპორტს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.