ალმათში ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქუჩების წმენდა მიმდინარეობს.  წმენდისას დაახლოებით ორი ათასი მომიტინგე იქნა დაკავებული.ამის შესახებ კი იტყობინება, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო,- წერს TASS-ი.

„ალმათის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები წმენდენ კარასაი-ბატირისა და მასანჩის ქუჩებს.  სამართალდამრღვევთა დასაკავებლად კი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯამში პოლიციას 2 ათასი ადამიანი გადაეცა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, ალმათის სარდლობამ განაცხადა რომ უნდა მოხდეს “ტერორისტების განადგურება”, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციის რაიონის განყოფილებას.

რუსული მედიის ცნობით, დაწყებულია რესპუბლიკის მოედნის წმენდა. სამხედროებმა ხმამაღლა მომიტინგეებს მოედნის დატოვება მოსთხოვეს და გააფრთხილეს, რომ სროლას დაიწყებდნენ.

 

თვითმხილველების თქმით, არიან დაჭრილები და დაღუპულები, რესპუბლიკის მოედნის მხრიდან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები „აჯანყების წამქეზებლებს“ ესვრიან. ოფიციალურად, დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მასმედია იუწყება, რომ სატვირთო მანქანების კოლონა რევოლუციის მოედნისკენ მიემართება.

 

 

 

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე