საშინელი სიტუაციაა ბელარუსში, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბელარუსში განვითარებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

„ეს საშინელია. საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, რომლის თანახმადაც გამარჯვება კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.

2020-08-18T01:00:46+04:00აგვისტო 18th, 2020|