კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე ინფორმაციას სამთავრობო ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

გარდა ამისა, 3-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და ჯამში 924 შეადგინა. მათგან 785 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 15 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 2 819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.