საქართველოში კორონავირუსის  კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

https://stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 230 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 423 პირია.