საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 388-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

მოიმატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამაც, კორონავირუსისგან 86 ადამიანი განიკურნა.

COVID-19-მა საქართველოში 4 ადამიანი იმსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4971 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519