21 საათიდან დილის 6 საათამდე როგორც მანქანით, ისე ფეხით გადაადგილება იკრძალება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე  წინ გამოაცხადა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან, დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, მარნეული და ბოლნისი კი მკაცრი კარანტინის პირობებში იყო.