საქართველოში კომენდანტის საათი დასრულდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი კომენდანტის საათი დასრულდა. 31 მარტს დაწესებული კომენდანტის საათის პერიოდში როგორც მოქალაქეების ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალული იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათმდე მოქმედებდა.

„22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს,”-განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

2020-05-23T00:29:48+04:00მაისი 23rd, 2020|კოვიდ 19, საქართველო|